ზვიად ქორიძე: მაქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პროკურატურის შენობა 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. ის გამოძიებას ჩვენებას ადვოკატთან ერთად აძლევდა.

ზვიად ქორიძის თქმით, მან კონკრეტული გვარები დაასახელა, რომელთა შორის არიან მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“დავასახელე კონკრეტული გვარები, რადგან ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო. მაქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ეს დეტალები”, – განაცხადა მთავარი პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ ზვიად ქორიძემ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით, მან გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რომელიც ალეკო ელისაშვილის კომისიის თავმჯდომარეობისას ხდებოდა.

“ვისაუბრე იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც ხდებოდა ბატონი ალეკოს თავმჯდომარეობის დროს, მაშინ მე ვიყავი წევრი და ამ წელიწადნახევრი განმავლობაში რაც მე ვარ კომისიის თავმჯდომარე. ზოგი რამ კონკრეტული ფაქტებითაა გამყარებული, ზოგი მოსაზრებებითა და ფაქტების ლოგიკით, რომლიც აუცილებლად გამოძიებამ უნდა მიიღოს”, – განაცხადა ქორიძემ.

ზვიად ქორიძეს მთავარ პროკურატურაში მისვლა კვლავ მოუწევს, რადგან მისი ინფორმაციით, დაკითხვა ბოლომდე არ დასრულებულა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” რეზოლუციას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაცხრილეს (ფოტო)