თეა წულუკიანი: საქართველოში კორუფცია ვერ დაბრუნდება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში კორუფცია ვერ დაბრუნდება.

როგორც მინისტრმა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში განაცხადა, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა, მოუწევს ყველა მტკიცებულება წარმოადგინოს, თუკი მას ეს გააჩნია.

„გამოძიება უკვე დაწყებულია და კორუფცია საქართველოში ვერ დაბრუნდება. თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონი დაარღვია, ეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადია. ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა, მოუწევს ალბათ ყველა ის მტკიცებულება, თუკი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს, რომ გამოძიება სწორი გზით წარიმართოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პატიმრების შეწყალების პროცესში მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკავშირდებოდნენ და კონკრეტული პატიმრების შეწყალებას სთხოვნდნენ., ელისაშვილმა დეპუტატები კორუფციაში დაადანაშაულა. ამ განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. საქმეზე უკვე დაიკითხა თავად ალეკო ელისაშვილი და შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაცხრილეს (ფოტო)
შემდეგი სტატია3 მილიონ 200 ათასი ლარის გაჩეხილი ხე-ტყე და ყალბი დოკუმენტებით გაყიდული მასალა