დედა ტერეზაც კი კორუფციონერი გახდება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში – ვაშაძე

ჩვენ დავემსგავსეთ იმ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს, რომელთაც არც პრეტენზია აქვთ დემოკრატიულობის და არც გარე სამყარო ფიქრობს მათზე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებზე – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს.

ვაშაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იმ პარლამენტში, რომელიც არსებობს, დედა ტერეზაც რომ შეიყვანო ისიც კორუფციონერი გახდება.

„რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში დღითიდღე იზრდება ბიუროკრატია, იგონებენ სულ უფრო და უფრო ახალ თანამდებობას და არ ესმით მარტივი რამ: კორუფციით, ნეპოტიზმით, წაგლეჯვით, ამორალობით გაჟღენთილი ეკონომიკის მართვას ბიუროკრატიასთან ერთად და ბიუროკრატიის გარეშე შედეგი ექნება ერთი და იგივე. სანამ ჩვენ ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ, თავისუფალ პრინციპებზე არ გადავალთ, იმ დღემდე ვიქნებით ამ გაუსაძლის პირობებში. დედა ტერეზა რომ შეიყვანო დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იმ პარლამენტში, რომელიც არსებობს, რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, ის დედა ტერეზაც კი კორუფციონერი გახდება. ჩვენ დავემსგავსეთ იმ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს, რომელთაც არც პრეტენზია აქვთ დემოკრატიულობის და არც გარე სამყარო ფიქრობს მათზე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებზე,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის…გაეცით პასუხი კითხვას, სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ” – სამადაშვილი თურნავას
შემდეგი სტატია“მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” – საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო