“აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის…გაეცით პასუხი კითხვას, სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ” – სამადაშვილი თურნავას

ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა არ აფრთხობს ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილე ინვესტორს? – ამ კითხვით სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს მიმართა. თუმცა კითხვაზე კონკრეტული პასუხი სამადაშვილმა ვერ მიიღო.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის იდეა 90-იანი წლებიდან მოდის და ის ახალი არ არის. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას პრობლემა არ შეექმნება, რადგან მას სახელმწფოს მხარდაჭერა აქვს. თურნავამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ სკანდალურ დოკუმენტზე, რომელიც ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხებოდა და რომელიც გასაჯაროების შემდეგ მინისტრმა გააუქმა, შესაბამისი სააგენტოს ხელმძღვანელი კი გაათავისუფლა.

„ანაკლიის პროცესს ვერაფერი დააზიანებს იმიტომ რომ ანაკლიას უდგას გვერდით სახელმწიფო. თუნდაც ის დოკუმენტი ,რომელიც არ იყო და არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, იყო გადახედილი და გაუქმებული ჩემს მიერ, მართალია ტექნიკური ხარვეზის გამო , მაგრამ მყისიერად,“-ამბობს მინისტრი.

სალომე სამადაშვილმა მას სიტყვა გააწყვეტინა და თქვა, რომ ეს განმარტება მინისტრისგან უკვე მოისმინა და კონკრეტული პასუხი სჭირდება.

“აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის, არ გვჭირდება მეორეჯერ მოსმენა, რაც უკვე თქვით. ჩემს შეკითხვას გაეცით პასუხი- კი ან არა. მე აქ სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ,”- მიმართა თურნავას სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა რომან გოცირიძეს – თუ შიდა აუდიტორის ვაკანსია გამომიჩნდება, სიამოვნებით მიგიწვევთ ძალიან კარგი პოტენციალი გაქვთ
შემდეგი სტატიადედა ტერეზაც კი კორუფციონერი გახდება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში – ვაშაძე