დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

afxazetiსაზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფსადგილი“ აღშფოთებულია „რეგნუმში“ გამოქვეყნებული ალექსანდრე კურკინის სტატიით, რომელშიც ავტორმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთ-აფხაზეთის პატრტნიორობა. გთავაზობთ წერილს მცირეოდენი შემოკლებით:

„საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფსადგილი“ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებს. მეტიც, ვინც იცნობს აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებას, იცის, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია არ ერიდება პოლემიკას იმ ძალებთან, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ეს უფლებას გვაძლევს ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, პოლემიკა გავმართოთ და პრეტენზიები წავუყენოთ იმ რუს ექსპერტებს და მასს მედიას, რომელთა ცალკეული გამოთქმებით შეიძლება ზიანი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს. ზოგი ფსევდო-ექსპერტის აზრი შეიძლება მიჩნეულ იქნას რუსეთის პოლიტიკური წრეების პოზიციად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გამოდიან ცნობილ და პატივსაცემ საინფორაციო მოედნებზე, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობს რუსეთსა და აფხაზეთში.

სამწუხაროდ, რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საბაბი გახდა ასეთი ვაი-ექსპერტებისთვის.

2015 წლის 03 დეკემბერს რეგნუმმა გამოაქვეყნა ალექსანდრ კურკინის სტატია „რუსეთი თუ თურქეთი? აფხაზური არჩევანი“, სადაც ავტორი ეჭვს გამოთქვამს რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, და ფაქტიურად ბრალს დებს აფხაზურ მხარეს არაგულწრფელ და არაერთგულ დამოკიდებულებაში რუსეთის მიმართ.

პირველი სტრიქონიდან კურკინი წერს: „ტრადიციულად ითვლება, რომ აფხაზეთი არის აბსოლუტურად პრორუსული, მაგრამ არც მან დაუჭირა რუსეთის მოქმედებებს მხარი ასი პროცენტით“. და ეს მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ უცებვე გამოხატა სოლიდარობა რუსეთის ხელმძღვანელობისადმი, ჩვენმა ორგანიზაციამ კი მიმართა აფხაზეთის ხელმძღვანელობას წინადადებით, შეუერთდეს ყველა ღონისძიებას, რომელსაც მიმართვას რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ.

თუმცა, გამოიყენა რა ცალკეული ბიზნესმენების თუ გარკვეული წრეების წარმომადგენლების გამონათქვამები იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის შედეგები აფხაზურ-თურქულ ურთიერთობებზე,  ასევე კონტექსტიდან  ამოგლეჯილი ისტორიული ფაქტები, ავტორი შორს მიმავალ დასკვნებს აკეთებს. კერძოდ, ის წერს: „აფხაზურ-თურქული ვაჭრობის და ერთობლივი ბიზნეს-პროექტების ძირითადი საფუძველი აფხაზური დიასპორის ენთუზიაზმია, რაც ჭკვიანურად გამოიყენა თურქულმა სახელმწიფომ თავისი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური გავლენის გასაფართოვებლად“. კურკინის აზრით, „აფხაზების საგრძნობი ნაწილი ძალზე ღრმად არის ინტეგრირებული თურქეთთან ურთიერთობებში ყოფით დონეზე“. და ბოლოს, ავტორის ფინალური აკორდი:

„აფხაზეთის მაგალითზე რუსეთს მიანიშნეს, რომ წმინდა ადგილი თავისუფალი არ რჩება, ხოლო „მოსისხლე მტრები“ და „ვერაგი პარტნიორები“ რეგიონალური სახელმწიფოების რიგებიდან სრულიად არ წარმოადგენენ სტაბილურობის და უსაფრთხოების საფუძველს რუსეთის ფედერაციის  არსებობისთვის მსოფლიოში. თუ კი თურქეთმა შეძლო დაემყარებინა ძლიერი კავშირები „საუკუნოდ პრორუსულ“ აფხაზეთთან, არაფერი რომ არ ვთქვათ მდგრად ურთიერთმომგებიან ურთიერთობებზე აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და შუა აზიასთან, რომელთა სოლიდარობა რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ კურსთან ბევრ კითხვას იწვევს, მაშინ ლაპარაკი „რუსული სამყაროს“ საშიშ კონკურენციაზე თურქულთან (ან ოსმალურთან), მითმეტეს რუსეთის საზღვრართან უშუალო სიახლოვის გამო, დროულია“.

ფაქტიურად, აფხაზეთი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის არის რუსეთის ფედერაციის ფარული მტერი.

სააგენტო „რეგნუმი“ – ეს არის მასსმედია, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ აფხაზეთშიც. ჩვენთან ძალიან აფასებენ იმას, რომ სააგენტო ყოფელთვის ობიექტურად და კეთილგანწყობილად აშუქებდა ჩვენს ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს. ამიტომ არასასიამოვნოა ავტორის ინსინუაციები, გამოქვეყნებული „რეგნუმზე“, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც ექსპერტი კავკასიის და კერძოდ, აფხაზეთის საკითხებში.

ეტყობა, ავტორი არც ერთხელ არ ყოფილა აფხაზეთში, არ იცნობს ამ ქვეყნის თავისებურებებს და ისე აკეთებს თავის დასკვნებს. ამდაგვარ დასკვნებზე რუსული ლიტერატურის კლასიკოსმა ერთხელ თქვა: „კოსმიური სიღრმის და ასეთივე კოსმიური სისულელეების დასვნები“.

ეხლა კი ამ დასკნებზე

ავტორის მტკიცებით, აფხაზეთში ძალიან იზრდება თურქეთის გავლენა, 2015 წელს საგარეო ვაჭრობის ნახევარზე მეტი თურქეთზე მოდის. ალბათ, ავტორს ძალიან უნდა სასურველი სინამდვილედ გაასაღოს, საიდან ასეთი ანალიტიკა? ჩნდება სურვილი, ჰკითხო, ვინ უხდის ამ დეზინფორმაციაში? რა მიზნები გაქვთ?

არავითარი ზრდა თურქეთის გავლენის აფხაზეთში არ არის, თურქეთთან საქონელბრუნვაც 20% აღწევს, მაგრამ თუკი ჩავუღრმავდებით ისტორიას, 90-ან წლებში, როცა აფხაზეთი იმყოფებოდა სრულ ბლოკადაში, თურქმა მეწარმეებმა ისარგებლეს სიტუაციით და აფხაზეთში კაპიკებად ნაყიდი ყოველნაირი სიკეთეები თურქეთში გაჰქონდათ. აფხაზეთისთვის ეს იყო გადარჩენის ერთადერთი შანსი. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ თურქულმა თევზსარეწმა გემებმა, რომლებსაც ნებართვა ჰქონდათ ჩვენს აკვატორიაში თევზჭერის,  მთლიანად გაანადგურეს ზღვის ცოცხალი არსებები. რასაკვირველია, აფხაზეთი ცდილობდა თავისი სარგებლობა ენახა და ამდაგვარი „საგარეო ვაჭრობის თანამშრომლობიდან“ მიღებული თანხებით ყიდულობდა ხორბალს, სათბობს და სხვა საჭირო საქონელს, მაგრამ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი.

რუსეთის მხრიდან ემბარგოს მოხსნის შემდეგ, 1999 წლის დასასრულს და რუსეთის მოქალაქეობის მიღების  ნებართვის შემდეგ, არაღიარებულ ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ეს იყო სამართლიანი ვაჭრობა.რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის ცნობის შემდეგ მასთან ვაჭრობა რამდენჯერმე გაიზარდა. წამოვიდა სერიოზული სახელმწიფო, და ასევე კერძო ინვესტიციები. აშენდა საბავშვო ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები, გზები, კულტურის სახლები, სასტუმროები და სხვა ობიექტები. დღეისთვის განიხილება მსხვილი რუსული ინვესტიციების ჩადება ჩვენი ქვეყნის რეალურ ეკონომიკაში. ხოლო ისეთი პატარა პროექტები, როგორიც კომპანია „თამსაშია“, თურქი რეპატრიანტების მიერ არის დაფუძნებული, რაც უმნიშვნელო წილია ჩვენი ქვეყნის სამეურნეო  ბრუნვაში. როგორც არ უნდა ეცადოს ავტორი, ზემოთ მოყვანილი მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ რუსული ინვესტიციები ბევრად აღემატება თურქეთისას.

 

რაც შეეხება აფხაზურ პასპორტებს, ისინი იბეჭდებოდა შორეულ 90-ში, და გამოუვალი დგომარეობის გამო იძლებულები ვიყავით დაგვებეჭდა თურქეთში. მაგრამ დღეს, როცა აფხაზეთში პასპორტების შეცვლა მიდის, ჩვენ რუსეთში ვბეჭდავთ და ეს იყო სახელმწიფოს შეკვეთა აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან.

რაც შეეხება  აფხაზეთის ხელისუფლების „არატრივიალურ“ სვლას წინასაარჩევნოდ. აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს. მათ ყველას აქვს აფხაზური პასპორტები. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონების შესაბამისად, ისინი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობენ.

რადენიმე სიტყვა საერთაშორისო ფონდის „აფსნი“-ს პრეზიდენტის ინტერვიუზე, რომელიც არგუმენტების სახით ქონდა მოტანილი კურკინს.

 

ჩვენ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი ჩვენი მეგობრის, ვეტერანის და რეპატრიანტის სონერ გოგუას მიმართ. მაგრამ ამასთანავე, ჩვენ არ ვეთანხმებით მის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება რუსეთის მიერ თურქეთის საწინააღმდეგო ზომებს, ეს ურაყოფითად იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს იქნება დროებითი ზომა. თურქეთიდან შემოსული საქონელი აუცილებლად შეიცვლება სხვა საქონლით;  მათ შორის, მცირე რაოდენობით ადგილობრივი წარმოების, ხოლო უმეტეს შემთხვევაში – რუსული წარმოების საქონლით. ეს არ იმოქმედებს საქონლის ბრუნვის საერთო ბალანსზე. რაც შეეხება აფხაზეთის ტურიზმის სფეროს, დღესვე შეიძლება წარმატების გარანტირება, ვინაიდან, გასაგებია, სად წავა დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეები.

რაც შეეხება ინვესტიციებს. როგორც ჩვენ დავწერეთ, ჩვენ არ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ თურქული ინვესტიციები მეტი შემოდის აფხაზეთში, ვიდრე რუსული. თუ გავიხსენებთ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის სიტყვებს, წარმოთქმულს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში, პირველი ხუთი წარმატებული კომპანია შექმნილია რუსეთის ინვესტიციებით, ამას დაემატა ფინანსური დახმარება რუსეთის მხრიდან, რომლის გაგრძელებასაც ის აპირებს მომავალშიც.

საქართველოს მაგალითი, რომელიც მოიყვანა სონერ გოგუამ, უადგილოა, რადგან რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარება  და მასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება ბევრ რამეზე მეტყველებს.  საქართველოს ან სხვა ქვეყნის აგრესიის შემთხვევაში პირველი, ვინც დაგვეხმარება, იქნება რუსეთი, ხოლო თურქეთი  თავის პარტნიორებს დაეხმარება რეგიონში, მათ შორის – საქართველოს. რაც შეეხება ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, მათ აფხაზეთში ჩამოსვლა შეუძლიათ რუსეთის გავლით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა  სამინისტროს თხოვნით, რუსეთი უარს არ ეტყვის საჭირო ვიზებზე.

უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა ძმებმა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს არა მხოლოდ ეკონომიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ თანამშრომლობას, არამედ მეგობრობას, ძმობას და თანადგომას. და როგორც ცნობილია, აფხაზეთს შეუძლია ამის დამტკიცება!

ამ პოზიციას იზიარებენ არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წევრები,  არამედ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა.

აფხაზეთი, როგორც ადრე, ეხლაც მხარს დაუჭერს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორი ვერსიებიც არ უნდა გაავრცელონ არაკომპეტენტურმა პირებმა.

დღეს, ყველა ჩვენი აზრი და მოლოდინი მოძმე რუს ხალხთან არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის სამართლიან ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აფხაზეთის ხელმძღვანელობას, შეუერთდეს იმ ზომებს, რომელიც რუსეთს  შემოაქვს თურქეთის წინააღმდეგ.

და ბოლოს. ათასი ჯურის ექსპერტები მოდიან და მიდიან, ხოლო რუსეთი და აფხაზეთი იყვნენ, არიან და დარჩებიან როგორც ისტორიული პიროვნებები, ამიტომ, არ ღირს კურკინის მსგავს  ენთუზიასტებზე დროის ხარჯვა და აფხაზურ-რუსული ურთიერთობებისთვის  ჩრდილის მიყენება. აფხაზურმა საზოგადოებამ დიდი ხანია ისწავლა ჭეშმარიტების გარჩევა სიყალბისგან.

ვირუსის ბლოკატორები