რუსეთი ეთნიკურ წმენდებს ატარებს სირიაში -დავუთოღლუ

თურქეთი რუსეთს სანქციებით ემუქრება

თურქეთი რუსეთს სანქციებით ემუქრებათურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ბრალი დასდო რუსეთს ეთნიკური წმენდის ჩატარებაში სირიაში, წერს „ევროპული სიმართლე“ Reuters-ზე დაყდნობით.
დავუთოღლუს სიტყვებით, რუსეთი ეთნოწმენდას ატარებს ლატაკიაში, და აიძულებს თურქმენებს და სუნიტების დატოვონ იქაურობა. კერძოდ, ეს კეთდება იმისთვის, რომ გაწმინდოს ტერიტორია თავისი სამხედრო ბაზებისთვის.
„რუსეთი ცდილობს, გამოყაროს ლატაკიიდან თურქმენები და სუნიტები, რომლებსაც ცუდი ურთიერთობა აქვთ სირიის ხელისუფლებასთან. მათ სურთ ეთნოწმენდის ჩატარება ამ ტერიტორიებზე იმისთვის, რომ გააძლიეროს თავისი სამხედრო ბაზები ლატაკიაში“ – განაცხადა თურქეთის პრემიერმა.
ანკარამ არაერთხელ დასდო ბრალი მოსკოვს ამ ტერიტორიების დაბომბვაში, სადაც ცხოვრობენ სირიელი თურქმენები. ისინი ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგები არიან. სავარაუდოდ, ჩამოგდებულ რუსულ სუ-24 უნდა შეესრულებინა ამ ტერიტორიების დაბომბვა.
დასავლეთში აცხადებენ, რომ რუსული ავიადარტყმების უმრავლესობა მოდიოდა იმ ტერიტორიებზე, სადაც იბრძოდნენ სირიის პრეზიდენტის, ასადის მოწინააღმდეგე ამბოხებულები, რომლებსაც მხარს უჭერს ამერიკა.
უფლებადამცველების მონაცემებით, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად სირიაში დაიღუპა 400 მეტი ადამიანი. მაგ. 29 ნოემბერს ქალაქ ერიხში, ედლიბის პროვინციაში, ბაზრის დაბომბვისას, რომელსაც ასადის ოპოზიცია აკონტროლებს, დაიღუპა 40-მდე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ალასანიას პასუხობს