გიორგი კვირიკაშვილი – ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი – ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია თინა ხიდაშელის ანტირუსული რიტორიკა, საკუთრივ კი ის განცხადება, რომელიც ხიდაშელმა ლენინგრადის ბლოკადასთან დაკავშირებით გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან რბილ განცხადებებს უნდა ელოდოს.
“რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებას, მე არ მჯერა, რომ თინას ეთქვას რაიმე ასეთი ლენინგრადის ბლოკადის თაობაზე. ეს მოვლენა იყო გმირობის მაგალითი მაშინ, საბჭოთა კავშირის ერების არაერთი წარმომადგენლისა და ის ისეთივე ხელშეუხებელი და ისეთივე საამაყოა, როგორც ძალიან ბევრი ასეთი გმირობა მრავალი ერის ბრძოლისა ფაშიზმის წინააღმდეგ, ამიტომ მე არა მგონია, რომ თინას ასეთი რამ ეთქვას. ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა მრავალი ერი. 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ ბრძოლაში. მათ შორის იყვნენ ჩემი ოჯახის წევრებიც. ეს გმირობის მაგალითები, როგორიც იყო კონკრეტულად ლენინგრადის ბლოკადა, არის საამაყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ერებს წარმოვადგენთ დღეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსული მხარე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ანტირუსული რიტორიკით უკმაყოფილოა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა “რუსთავი 2”-თან საუბარში, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი დისკუსიის დაწყებამდე გააკეთა.
კარასინი უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, პირველ რიგში თინა ხიდაშელის მხრიდან მკაფიო ანტირუსული პოლიტიკის გამო.
“ჩვენ გვაქვს თემების დაყენების მიზეზი. მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციები სულ ერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას – იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადა. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს”, – განაცხადა კარასინმა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, კრემლი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
“რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რომელ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არიან ჩვენი მეზობლები. რა თქმა უნდა, გვაშფოთებს რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სხვადასხვა ცენტრისა და ოფისის გახსნა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ პოზიციას არ შევიცვლით. გეოპოლიტიკური ამოცანები ეროვნული ინტერესების მიხედვით უნდა გადაიჭრას. არჩევანი კი საქართველოს ხელისუფლებაზეა”, – განაცხადა კარასინმა.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი რუსეთის უერთგულეს პარტნიორად დარჩება
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან