დე-ფაქტო აფხაზეთის კაზაკები ყუბანის კაზაკების ჯარში ირიცხებიან

დე-ფაქტო აფხაზეთის კაზაკები ყუბანის კაზაკების ჯარში ირიცხებიან

დე-ფაქტო აფხაზეთის კაზაკები ყუბანის კაზაკების ჯარში ირიცხებიანდმიტრი სტატეინოვი

რა ვიცით აფხაზეთის კაზაკებზე? პრაქტიკულად, არაფერი.

აფხაზეთის კაზაკებს იგივე პრინციპები აქვს, რაც რუსეთის.  მთავარია, ღმერთისადმი რწმენა. საბჭოთა დრომდე მეფის გვწამდა, ეხლა – რუსეთის მთავარსარდლის – ვლადიმერ პუტინის, ასევე ვემსახურებოდით მამულს“ – ყვება აფხაზეთის კაზაკების ატამანი ვლადიმერ მოსკალენკო.

კაზაკი უნდა იყოს კანონმორჩილი, დაახლოვებული ხალხთან და ყველასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს ეთნიკური ნიშნით. კაზაკები არასდროს იყვნენ სახელმწიფოს მტრები, პირიქით, მისი საყრდენი არიან. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ყველას, ვინც მოგვმართავს. აი, ეხლა ერთ ქალს, შთამომავლობით კაზაჩკაა, აქვს დავა თავისი ბინის გამო, და ჩვენც ვმონაწილეობთ. როცა ვინმეს ჯანმრთელობა აწუხებს, კაზაკების სახელით მივმართავთ ზემდგომ ორგანოებს და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით.

აფხაზეთის კაზაკები

საბჭოთა დროს ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა აღგვედგინა კაზაკები აფხაზეთში. ამაზე ძალიან იშვიათად ვიხსენებდით. როცა დაიწყო ომი, პირველები ჩამოვიდნენ ყუბანის კაზაკები. 1922 წელს ატამანად ავირჩიეთ ოლეგ პეტროვი, რომელიც დღეს არის „უხუცესთა საბჭოს“ თავმჯდომარე. 10 წლის შემდეგ გაჩნდა პირველი კაზაკური ორგანიზაცია „აფხაზეთის კაზაკების სათვისტომო“, რომელიც შევიდა ყუბანის კაზაკების ჯარის შემადგენლობაში. ეხლა ჩვენ ასე ვიწოდებით: „ყუბანის კაზაკების ჯარის სოხუმის კაზაკების განსაკუთრებული განყოფილება“. აფხაზეთში არის კაზაკების სამი რაიონული თემი (სოხუმის, გუდაუთის, გაგრის), სადაც შედის ათამდე პირველადი კაზაკური ორგანიზაცია. ცალკე არის თავდაცვის სამინისტროსთან, გულრიფშის რაიონში.

ოცზე მეტ ორგანიზაციაში სულ ათას ხუთასამდე კაზაკია. მათ შორის არიან შთამომავლობითი კაზაკები, ზოგიც იდეის გულისთვის გახდა კაზაკი. თუ გინდა კაზაკობა, უნდა იცხოვრო კაზაკური ცხოვრებით.

კაზაკები ხელისუფლებაში

დღეს ჩვენი კაზაკები ხელისუფლების ყველა სტრუქტურაშია, მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი თემურ ეშბა, კაზაკია, ქალაქის მერი ადგურ ხარაზია, პარლამენტის დეპუტატი საიდ ხარაზია. პრაქტიკულად, მთელი გულრიშის რაიონის ადმინისტრაცია ჩვენთან არიან გაწევრიანებულები. ბევრი მუშაობს მილიციაში, თავდაცვის სამინისტროში. ჩვენ ვცდილობთ მოვიზიდოთ ხელისუფლების წარმომადგენლები.

თავად ადამიანები გამოთქვამენ სურვილს, გახდნენ კაზაკები. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან  ფული  და  შეღავათები აქვთ ყველას. მე მაგალითად როგორც ატამანი, ხელფასს აქ არ ვღებულობ, პირიქით, ზოგჯერ საკუთარი ფულის ჩადებაც მიხდება. ეს ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ პატრიოტიზმით ვარსებობთ. მაგრამ ფულს თუ შემოიტანენ, ზედმეტი არ იქნება და პრობლემებს უფრო იოლად გავართმევთ თავს.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჩვენ უფლება გვაქვს ვატაროთ მედლები, სამხრეები, წოდებები. ჩვენ სამხედრო ვალდებულები ვართ. მაგრამ კაზაკების საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კანონით არ აქვთ ამის უფლება.

 

ქართველი კაზაკები

ცნობილია, რომ კაზაკები ყოველთვის იყვნენ მეფის დაცვაში, საქართელოშიც ბევრი კაზაკია. ჩვენ  ერთმანეთს ვხვდებით კაზაკების შეხვედრებზე და ყრილობებზე. ისინი არანაიირად არ გვიშლიან ხელს მონაწილეობის მიღებაში. ქართველმა კაზაკებმა რამდენჯერმე სცადეს ჩვენთან საუბრის წამოწყება აფხაზეთზე და უკმაყოფილებაც კი გამოთქვეს თავიანთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. მათი მხრიდან მცდელობაც კი იყო ურთიერთობების დალაგების აფხაზეთის და საქართველოს კაზაკებს შორის, მაგრამ ეს ალბათ კიდევ დიდი ხანი არ მოხდება. ომის მძიმე იარები ჯერ კიდევ არ არის შეხორცებული.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მომავალი კვირის განმავლობაში ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის დასკვნას ველოდებით
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ამბობს, რომ თბილისში გზები მყარად დაიგო