დავით უსუფაშვილი: მომავალი კვირის განმავლობაში ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის დასკვნას ველოდებით

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ მსოფლიოში არსებული პრობლემები არათუ გავლენას არ მოახდენს, შესაძლოა დააჩქაროს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ვიზალიბერალიზაციაზე მომავალი კვირის განმავლობაში ველოდებით ევროკომისიის დასკვნას. წინასწარი მონაცემებით, ეს დასკვნა არის საქართველოსთვის ხელსაყრელი, სასიკეთო, თუმცა მაინც დაველოდოთ ტექსტს. ჩვენ ვიცით ზუსტად განწყობები ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში და გვჯერა, რომ მიმდინარე პრობლემები არამხოლოდ ევროპის მასშტაბით, რაც უკავშირდება მიგრაციულ პროცესებს, ტერორისტულ საფრთხეებს, გავლენას არ მოახდენს საქართველოს დაახლოებაზე ევროკავშირთან და პირიქით, შესაძლოა, რაღაც საკითხებში დაჩქარებული იყოს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: თუკი რამით ვამაყობ, ეს მედიის თავისუფლების გაუმჯობესებაა
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთის კაზაკები ყუბანის კაზაკების ჯარში ირიცხებიან