დავით ნარმანია ამბობს, რომ თბილისში გზები მყარად დაიგო

დავით ნარმანია ამბობს, რომ გზები მყარად დაიგო და ერთწლიანი მუშაობის შედეგად 480 ათასი ხე დაირგო. თბილისის მერი დღეს ერთ წლიანი მუშაობის შედეგებს ჟურნალისტებს ვრცლად გაააცნობს, მანამდე კი დავით ნამანიამ მოკლე შეჯამება გააკეთა.

“პროგრამა ერთი მილიონი ხის ფარგლებში 480 ათასი ხე გვაქვს დარგული. 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო. მყარად გაკეთებულია გზები და მოემსახურება წლების განმავლობაში საზოგადოებას. გამოვცადეთ თბილისში არსებული ყველა ხიდი. 2 ხიდზე მუშაობა დასრულდა, 3-ზე მუშაობა მიმდინაროებს,” – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ გასაკეთებელი უფრო მეტია, ვიდრე გაკეთდა.

“მთავარი პრობლემა მერიისა და საკრებულოსთვის არის გადაწყვეტილების მიღების ოპერატიული ასრულება. ამ მხრივ რეფორმებია საჭირო. ისე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია,”- აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

თბილისის მერის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სასტუმრო რედისონთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ნარმანიას ერთ წლიან მუშაობას აპროტესტებენ და ამბობენ ” ნარმანიას მერია კორუფციით, ნეპოტიზმით და უუნარობით არის გამორჩეული”.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთის კაზაკები ყუბანის კაზაკების ჯარში ირიცხებიან
შემდეგი სტატია“პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ ვინმე შეიწყალოს და სხვა დატოვოს ციხეში, რელიგიური გადმოსახედიდანაც არასწორია “