,,დავრჩები და ნებისმიერი მფლობელის პირობებში გავაგრძელებ ჩემს საქმეს”

ტელეწამყვანი დიმიტრი ობოლაძერ უკვე რამდენიმე დღეა “რუსთავი2″-ის ეთერში აღარ ჩანს. მას 22 ოქტომბრიდან არ წაუყვანია “კურიერის” სპორტული ბლოკი და არც გადაცემა “სხვა შუადღეში” გამოჩენილა, რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანი გახლავთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ დავასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულების გამო, მას არხი დაატოვებინეს.
ობოლაძე სამსახურიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეთერში ჯანმრთელობის პრობლემების გამო აღარ ზის. ობოლაძე იქვე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება სამართლებრივი დავა.

“22 ოქტომბრიდან ნამდვილად არ ვარ ეთერში. ფეხზე ოპერაცია გავიკეთე და მთელი ეს დღეები სახლში ვარ. ახლაც ხელჯოხით მოვედი ცოტა ხნით სამსახურში და ისევ მივდივარ. ერთი რამ მინდა გარკვევით ვთქვა: მე ამ ტელეკომპანიაში უკვე 20 წელია ვმუშაობ და სანამ “რუსთავი2″ იარსებებს არსად წასვლას არ ვაპირებ. მე დავრჩები ამ არხზე და ნებისმიერი მფლობელის პირობებში გავაგრძელებ ჩემს საქმეს”, – განაცხადა დიმა ობოლაძემ.

წყარო: პრაიმტაიმნიუსი

banner
წინა სტატიაში,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპონენტებს ეს შუამდგომლობა წაკითხულიც არ აქვთ“
შემდეგი სტატია“ყველაზე დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეა”