“ყველაზე დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეა”

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატი თამაზ მეჭიაური მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებებს იზიარებს, ეს ბიძინა ივანიშვილი ს არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეა. ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ტენდენციური, რომელსაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

„ყველაზე დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მოქალაქე, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ის შიგნიდან ფინანსდება – მისი ფულით ფინანსდება, რომელსაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს,“ – ამბობს თამაზ მეჭიაური, რომელსაც გადაცემა არჩევანში გაუჭირდა მოქალაქის გარდა ივანიშვილის პოზიციის მქონე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელება. თქვა, რომ ასეთი ბევრია, მაგრამ დღეს მათი სახელები არ ახსოვს.

banner
წინა სტატიაში,,დავრჩები და ნებისმიერი მფლობელის პირობებში გავაგრძელებ ჩემს საქმეს”
შემდეგი სტატიასამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა