დავით ზურაბიშვილი: საბჭოთა კავშირში ნომენკლატურული სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო მაღალი თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში გადაყვანა

თავიდანვე ვიტყვი: დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი დღევანდელი გარემოცვის თვალთახედვით ეს არც დაწინაურებაა და არც უბრალოდ სხვა სამუშაოზე გადანაცვლება.

საბჭოთა კავშირში ნომენკლატურული სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო მაღალი თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში გადაყვანა. გამოთქმაც კი იყო ასეთი: “отправить в дипломатическую ссылку” – დიპლომატიურ გადასახლებაში გაშვება. ეს იყო სასჯელი ისეთ საქციელზე, როს გამოც არ იჭერდნენ და ნომენკლატურის რიგებიდან არ აძევებდნენ, მაგრამ ეს იმავდროულად ნიშნავდა, რომ დასჯილი ნომენკლატურშჩიკი ძველის ტოლფარდ თანამდებობის ვეღარ დაიკავებდა. დღევანდელი გადასახედიდან ეს კი გამოიყურება ცოტა უცნაურად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საბჭოურ ნომენკლატურულ იერარქიას, სადავ გავლენის თვალსაზრისით ელჩი უფრო დაბალი რანგი იყო, ვიდრე დაზვერვის უფროსი, მაშინდელი ლოგიკაც ერთგვარად გასაგები გახდება.

დღეს რასაკვირველია სხვა სიტუაციაა და თითქოს საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრობს: დღემდე იქ არიან, იქაური იერარქიით ზომავენ და დასჯის და წახალისების მეთოდებიც ანალოგიური აქვთ.

პრინციპში რა ქნან? მეტი არ იციან უბრალოდ-წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი.

იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს ტოვებს და გერმანიაში საქართველოს ელჩი იქნება.

banner
წინა სტატიაში„ლევან ხაბეიშვილს „ოცნების“ 4 დეპუტატის ცემა ბრალდება“-ინტერვიუ დიმიტრი ბიძინაშვილთან
შემდეგი სტატიაგომელაური იზორიას ძმაზე: რაღაც ინციდენტი მოხდა, უმნიშვნელო, მე ასე დავარქმევდი.