გომელაური იზორიას ძმაზე: რაღაც ინციდენტი მოხდა, უმნიშვნელო, მე ასე დავარქმევდი.

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!

რა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ ლევან იზორიას ძმას ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია მან ჟურნალისტებს დაუდასტურა. გომელაურმა იმ პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრა, როცა ისიც და იზორიაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იყვნენ, იზორიას ძმა კი პატრულის თანამშრომელს “ფორმის გახდით” ემუქრებოდა.

“ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც მოხდა, ვიცოდით. გავიგეთ, რომ გააჩერეს და რაღაც ინციდენტი მოხდა, უმნიშვნელო, მე ასე დავარქმევდი, იქ არ მიდის არც ხელით შეხება, არც გინება. ასეთი პრეცენენდენტი ხდება ძალიან ბევრი, უამრავი ხდება, თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე ათჯერ უფრო მძიმე თემები ხდება, რომლებზეც არ ვაკავებთ”, – ამბობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმასა და პოლიციელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

კითხვაზე არის თუ არა ნორმალური, როდესაც სამართალდამცველს მოქალაქე მიმართავს, რომ “ფორმას გახდის”, ის პასუხობს, რომ ეს “ძალიან არასასიამოვნოა”, მაგრამ შს მინისტრი მიიჩნევს რომ საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა უძღოდა წინ პოლიციელის მიერ გავრცელებულ ვიდეოს და “რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული”.

“რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნო იყო, აგრესიული გახდა ეს ადამიანი. თუმცა ვიდეოს წინ რა უძღოდა, ის არ ჩანს, რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული. ეს ადამიანი როგორი ადამიანია, ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ შევაფასო, ბოდიშს მოგიხდით. ოჯახმა თვითონ გააკეთა განცხადება და ა.შ. ის თემა, რომ ის ადამიანი ხელით ეხება ან აგინებს… მოხდა ეს პრეცედენტი 6 წლის წინ, მოდი ასე ავიღოთ, ხომ? ეს ახლა ამას შენახული ჰქონდა თუ რა ჰქონდა, მე ნამდვილად არ ვიცოდი. ნუ, ეხლა გავიგე. არც მახსოვდა საერთოდ დვალიშვილი იყო თუ სხვა გვარი იყო თუ ვინ იყო. რაც შეეხება დევნას, რეფორმა გაკეთდა ჩვეულებრივად საპატრულო პოლიციაში და ამ ადამიანს უწევდა გადასვლა სხვა თანამდებობაზე, ეს ჩვეულებრივი თემაა. დღეს მინისტრი ვარ და ხვალ შეიძლება დამიძახონ და მითხრან, რომ მოადგილედ უნდა გადახვიდე ამა და ამ სამინისტროში, გუნდს ეს სჭირდება, გადაწყვიტავს პრემიერი, მთავრობა და მე უნდა გადავიდე. მე არ უნდა გამოვვარდე, უკაცრავად, ჩანაწერებით. ეს არასწორია რა თქმა უნდა”, – ამბობს შს მინისტრი.

გომელაურმა ასევე განაცხადა, რომ თუ გიორგი დვალიშვილს ჰქონდა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, ამდენი წელი კი არ უნდა შეენახა, უნდა მიემართა გენინსპექციისთვის ან პროკურატურისთვის.

“თუ ამან ნახა, რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო ეს გენინსპექციაში ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახეო. ვინ დევნიდა, 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, მივიდა, დაიწყო მუშაობა ამ ქალბატონმა. არავის ხელი არ შეუშლია. როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ, სხვა სამსახურების მეირ ან ზეწოლის ქვეშ, ეს ადამიანი იმუშავებდა კიდევ?”, – თქვა გომელაურმა.

23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.

კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი მაღალჩინოსნის ძმას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს, რამაც ის გააღიზიანა და გინება გააგრძელა. ამის შემდეგ პოლიციელი მას განუმარტავს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რაზეც პასუხად იღებს: “მიდი დავაი”. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მისკენ ბორკილებით მიდის ის გაკვირვებულია, წინააღმდეგობას უწევს მას და ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმა არის.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: საბჭოთა კავშირში ნომენკლატურული სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო მაღალი თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში გადაყვანა
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა