დავით ზალკალიანმა იმ რეისების განრიგი დაასახელა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ იმ რეისების განრიგი დაასახელა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

„უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგნაირი: 14 აპრილს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ფრენა, 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებით, 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი, 22 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, 30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი-მადრისი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „პლაქვენილის“ 1 000-ზე მეტი კოლოფი უკვე შემოტანილია და დამატებით 3 000 კოლოფს ელოდებიან
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იქნება მიღებული