ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „პლაქვენილის“ 1 000-ზე მეტი კოლოფი უკვე შემოტანილია და დამატებით 3 000 კოლოფს ელოდებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში დღეისთვის პრეპარატ „პლაქვენილის“ 1000-ზე მეტი კოლოფია შემოტანილი და საჭიროებისამებრ შესაბამის დაწესებულებებში დარიგდა.

როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, დამატებით ელოდებიან 3000 კოლოფს, რომელიც საცალო გაყიდვაში ჩაეშვება.

„დღესდღეობით შემოტანილი არის უკვე 1000-ზე მეტი კოლოფი „პლაქვენილი“, რომელიც საჭიროებისამებრ არის დარიგებული შესაბამის დაწესებულებებში. ჩვენ ველოდებით დამატებით 3000 კოლოფს, რომელიც საცალო გაყიდვაში ჩაეშვება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა ფენილკეტონური პროგრამის შესახებ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა აღნიშნულ პროგრამაში მედიკამენტების მარაგი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ არის გარკვეული დასახელების პრეპარატები, რომელიც ქსელში არ არის ქსელში, მაგრამ ალტერნატივები არსებობს.

„ამ პროგრამასთან დაკავშირებით დღესდღეობით დეფიციტი არ აღინიშნება, თუმცა არის გარკვეული დასახელების პრეპარატები, რომელიც არ არის ქსელში, მაგრამ არსებობს ალტერნატივები. შესყიდვა ჩვენი მხრიდან უკვე განხორციელებულია და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირების გარკვეული პრობლემა აღინიშნება, უმოკლეს დროში იქნება დამატებითი მარაგი შევსებული“,- განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – მცირე კლინიკებში პრობლემაა პერსონალის რიცხოვნობა, რაც მათი დახურვის მიზეზი ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ დახურულან, იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა იმ რეისების განრიგი დაასახელა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან