ირაკლი კობახიძე: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იქნება მიღებული

„გრძელდება ყოველდღიური კონსულტაციები თითოეულ იმ თემასთან და საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის გავცელებას და ამ ყოველდღიურ რეჟიმში მიღეებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებეულია 22 აპრილამდე, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი კვირა იმისათვის, რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“,-ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მომდევნო ორი კვირაში გამოიკვეთება თუ როგორ განვითარდება პროცესები ეპიდემიის გავრცელების კუთხით და მოსახლეობამ სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე. და გადაწყვეტილებაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე შექმნილი მდგომარეობის საფუძველზე იქნება მიღებული.

„ეს უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების ამომავალი წერტილი, მათ შორის, ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც. ამასაც აქვს თავის სამართლებრივი პროცედურა, როგორც წესი, ჯერ გამოიცემა პრეზიდენტის შესაბამისი აქტი და ამის შემდეგ პოსტ-ფაქტუმ ამტკიცებს მას პარლამენტი. სავარაუდოდ, უფრო რეალურია, რომ მომდევნო კვირაში დამტკიცდეს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი, თუ გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობის გაგრელება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა იმ რეისების განრიგი დაასახელა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან
შემდეგი სტატიაბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა