დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს შეხვდება. შეხვედრა 13:00 საათზეა დაგეგმილი.

განხილვის მთავარი თემა უკრაინაში, კონკრეტულად კი ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები იქნება. დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის ელჩი მედიასთან განცხადებას გააკეთებს.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებამ ღიად გააფორმა ალიანსი ინაშვილ-კვიციანის პრორუსულ და უბნელეს ძალასთან” – კახიძე
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი : ყოვლად დაუშვებელია, რაც ხდება შავი ზღვის აკვატორიაში, ეს არის გამოხატულება აგრესიისა, რომელსაც გამართლება არ აქვს