“ხელისუფლებამ ღიად გააფორმა ალიანსი ინაშვილ-კვიციანის პრორუსულ და უბნელეს ძალასთან” – კახიძე

“ხელისუფლებამ ღიად გააფორმა ალიანსი ინაშვილ-კვიციანის პრორუსულ და უბნელეს ძალასთან” – ეს განცხადება, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

კახიძე თავისუფლების მოედანზე, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

“ხელისუფლებამ ღიად გააფორმა ალიანსი ინაშვილ-კვიციანის პრორუსულ და უბნელეს ძალასთან.

თუ აქამდე ვინმე ყოყმანობდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, დღეს უკვე ბევრად გაუმარტივდა ამოცანა.

ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც საქართველოს განვითარება სურს, 28 ნოემბერს ამ პოლიტიკური ერთობის წინააღმდეგ უნდა მისცეს ხმა. სახლში დარჩენაც მათი მხარდაჭერის ტოლფასია”- განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები სუვერენიტეტის დარღვევის უხეში ფაქტია, ამას სერიოზული რეაგირება სჭირდება
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდება