დავით ზალკალიანი : კახეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს

ვიცი, რომ შესაბამისი სტრუქტურები არიან ძალიან აქტიურად ჩართული პროცესში. გამოძიება მიმდინარეობს და ალბათ, უპრიანი იქნება, მათი მხრიდან გვქონდეს დამატებითი ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კახეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, შემთხვევაზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიების პროცესი. თუ საჭირო გახდა ამ პროცესში საერთაშორისო კუთხითაც დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ბუნებრივია, კომუნიკაციაში ვიქნებით ყველასთან. ვფიქრობ, ეს გამოძიება დადებს უკვე კონკრეტულ შედეგებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეჯოს სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გუშინ საღამოს ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ​აბსურდული ბრალდებებით დააკავეს, რასაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს