სერგი კაპანაძე : ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ​აბსურდული ბრალდებებით დააკავეს, რასაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება აბსურდული ბრალდებებით მოხდა.

სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს, რომ ახალი მადისკრედიტირებელი ფაქტები მოიგონოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება აბსოლუტურად მოგონილი, აბსურდული ბრალდებებით, რომლებსაც აშკარად პოლიტიკური ხასიათი აქვს, აჩვენებს იმას, როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ახლა ეძებს კიდევ რაღაც ახალ სკანდალს, რომ გადააბრალოს ეს წინა ხელისუფლებას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფერი შესათავაზებელი ხალხისთვის არ აქვთ. აქ არის „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ყველაზე დიდი კონტრასტი „ევროპულ საქართველოსთან“, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წაიყვანოს წინ. ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა და ბოლომდე გაკოტრდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, რადგან არანაირი ახალი შეთავაზება, გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება, ეს კრიზისი დაიძლიოს, „ქართულ ოცნებას“ აღარ გააჩნია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : საოჯახო სასტუმროების სურვილის და მიმართვის შემთხვევაში, ბანკები მზად არიან სესხები კვლავ გადაავადონ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : კახეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს