დავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დღეს გამოემშვიდობება

საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკანონდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს ოფიციალურად დღეს გამოემშვიდობება.

ღონისძიება 14:00 საათზეა დაგეგმილი, უსუფაშვილი აპარატის თანამშრომლებს სიტყვით მიმართავს და 4-წლიან მუშაობას შეაჯამებს.

გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე მიწვევა მოქმედ დეპუტატებს არ მიუღიათ.

როგორც პარლამენტში აცხადებენ, ღონისძიება მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების დასწრებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაკახა შარტავა : გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლა ”ეროვნული ფორუმის” იდეის გაგრძელებაა