კახა შარტავა : გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლა ”ეროვნული ფორუმის” იდეის გაგრძელებაა

”ეროვნული ფორუმის” ლიდერის კახა შარტავას თქმით, გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო.
შარტავა გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლას ”ეროვნული ფორუმის” იმ იდეის გაგრძელებად აფასებს, რომელიც მისი ახალი პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას გულისხმობს.

“გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლა ”ეროვნული ფორუმის” იმ იდეის გაგრძელებაა, რომელიც ახალი პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას გულისხმობს, ეს არის ამ იდეის გაგრძელება. შეთანხმებულია ეს გადაწყვეტილება. განსხვავება შეიძლება ეხებოდეს ტაქტიკას და დროის მონაკვეთს, თუმცა ძირითადად ეს არის თანმიმდევრული და შეთანხმებული პროცესი, რომელიც ეხება ახალი ტიპის პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას. ამ პროცესის დაწყებას, პიროვნებებს შორის საუბრების დაწყებას პოლიტიკურ ველზე პარტიებისგან თავისუფალი პიროვნებების არსებობა ჭირდება და მოუხდება. პარტიული ანგაჟირების გარეშე უფრო ადვილი იქნება საყოველთაო თემებზე საუბარი და შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტიიდან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა მდივანმა სწორედ ჩვენი შეთავაზების და ჩვენი კურსის გასაგრძელებლად. სხვა ფიგურებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საყოველთაო საკითხზე ერთმანეთთან საუბარს მოისურვებენ და ეს საუბარი უკეთესი გამოვა პარტიული ანგაჟირების გარეშე”, – აღნიშნა შარტავამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დღეს გამოემშვიდობება
შემდეგი სტატიაკომერციულ ბანკებში დოლარის კურსმა 2.54 ლარს მიაღწია