დავით უსუფაშვილი „ლელოს“ ყრილობაზე – გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად

ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად, – ამის შესახებ „შენების“ მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„შენების მოძრაობა“ გააგრძელებს არსებობას, როგორც საზოგადოებრივი გაერთიანება. ჩვენ გვქონდა ძალიან ხმამაღლა გაცხადებული, რომ ვართ მოსურნე სერიოზული პოლიტიკური ძალის თანადამფუძნებლობის და დღეს სწორედ ეს მოვლენაა. „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“, სხვა მოქალაქეების სახით ჩვენ ვიპოვეთ ის ხალხი, რომლებსაც ველოდით და ვეძებდით 2 წლის განმავლობაში. თავად „შენების მოძრაობა“ გაიზარდა და სერიოზულადაა წარმოდგენილი, რამდენიმე ასეული ჩვენგანი. ასე რომ, ჩვენ ერთ ორგანიზაციად გაერთიანებული გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად და სწორ გზაზე დასაყენებლად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა ჯაბაურის თქმით,პეტრე ყუფარაძის მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა გამორიცხულია
შემდეგი სტატია“ფეისბუქმა” მმართველ გუნდს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა – სერგი კაპანაძე