“ფეისბუქმა” მმართველ გუნდს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა – სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, Facebook-მა ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმებით მმარველ გუნდს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა.

კაპანაძის განცხადებითვე, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განმარტებები რეალობას მოწყვეტილია.

“მმართველი გუნდი არის სრულიად ადეკვატურობადაკარგული. მზად არიან, ყველაფერი ე.წ. ნაცებს დააბრალონ, რომელშიც უკვე ყველას, ფართო საზოგადოებას გულისხმობენ. იმდენად არაადეკვატურები არიან, რომ რამხელა პოლიტიკური განაჩენიც “ფეისბუქმა” გამოუტანა, ასეთივე განაჩენს გამოუტანს მათ საზოგადოება ძალიან მალე. ზალკალიანის შეფასება, რომ Facebook-ს აქვს რეპუტაციული პრობლემები, სრულიად მოწყვეტილია რეალობას,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“ფეისბუქის” მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმება უკვე მეორე დღეა, ურთიერთბრალდებების მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია საეჭვო გვერდებთან კავშირში ხელისუფლების კვალს ხედავს, “ქართული ოცნების” მთავრობა ისევ ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და აცხადებს, რომ გაუქმებული ანგარიშებისა და გვერდების დახმარებით ნეგატიურ ინფორმაციას “ნაციონალუირი მოძრაობა” ავრცელებდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი „ლელოს“ ყრილობაზე – გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად
შემდეგი სტატიაახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ფუძნდება, რომელსაც „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები უერთდებიან