დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი

მოახლოვდა არჩევნები, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, საერთო კანდიდატებითა და პროგრამით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე თუ დამოუკიდებლად- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ქართული ოცნება” გვეთანხმებოდა, რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია, მაგრამ შიდაპარტიული ცვლილებების გამო დრო ისე გადიოდა, კონკრეტულ პასუხს ვერ ვიღებდით. პარტიების ნაწილი იმაზეც კი უკმაყოფილოა, რომ ექვსი თვით ადრე საარჩევნო თარიღი დასახელდა და რესპუბლიკელები ხალხი არა ვართ? ჩვენც გვაქვს პარტიული დღის წესრიგი და ამოცანები. პრემიერთან თქვენ მიერ ნახსენები შეხვედრის შემდეგაც არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის პირადი მოსაზრებების მიუხედავად, მას პარტიის დანარჩენი წევრების დამოკიდებულებაც უნდა გაეთვალისწინებინა. ბოლო შეხვედრაზე კი პრემიერს ღიად ვუთხარით, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არჩევნებზე ცალკე გასვლის აზრი მომწიფდა. შეხვედრაზევე გაირკვა, რომ იგივე აზრი ჰქონდათ “ქართულ ოცნებაში”. ეს თვალსაჩინო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც კოალიციის ერთ-ერთ სუბიექტსა და რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის იდეური კონფლიქტი დაიწყო”,- აცხადებს უსუფაშვილი.
პარლამეტის თავმჯდომარე მისი ”ქართული ოცნების” თავმჯდომარედ დანიშვნაზეც აკეთებს კომენტარს.

”ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული ფიგურაა. მას ხშირად მოვლენების განვითარება ისე წარმოუდგენია, როგორზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც. დიახ, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი, მაგრამ თავადვე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ასე არ ხდება, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც, მაგალითად, “მერსედეს ბენცის” მენეჯერი რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, “ეფლის” დირექტორი გახდეს”,- აცხადებს უსუფაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერი: რუსეთი შესაძლოა, “დიდ რვიანს” დაუბრუნდეს, თუ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას ხელს შეუწყობს
შემდეგი სტატია‪არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ