შტაინმაიერი: რუსეთი შესაძლოა, “დიდ რვიანს” დაუბრუნდეს, თუ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას ხელს შეუწყობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, “დიდ რვიანს” დაუბრუნდეს, თუ უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაში წვლილს შეიტანს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰიროსიმაში “დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის “დიდ რვიანში” დაბრუნების საკითხის განხილვა ერთ წელში იქნება შესაძლებელი, რადგან წელს ამ ფორმატის აღდგენის პირობები არ არის შქმნილი.

უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ხელშეწყობის გარდა, შტაინმაიერი აცხადებს, რომ საჭიროა, რომ რუსეთის კონსტრუქციული როლი სირიაში მუდმივი იყოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის გარეშე საერთაშორისო კონფლიქტების გადაწყვეტა შეუძლებელია.

რუსეთი “დიდი რვიანიდან” 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.

banner
წინა სტატიაში1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2868 ლარი გახდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი