დავით სერგეენკო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს, – ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.

კვირიკაშვილმა ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვნად შეაფასა და მთელ მინისტრთა კაბინეტს მიღწეული წარმატება მიულოცა. „მე მინდა, რომ მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება ბატონ დავითს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიაუფასო სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები აფხაზეთიდან დევნილებისათვის – აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი აქცია