პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე იმყოფება

“სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე შსს-ს შენობაში იმყოფება.

როგორც დაკითხვაზე შესვლის წინ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც პარტიის გარშემო ხდება მიუღებელია.

“მე ვეთანხმები “ქართულ ოცნებას” ეს არ არის სუს-ის ამბავი ეს არის КГБ, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ცოტა ხანში უკვე დაწესდება და ოფიციალურად იქნება КГБ დაექმევა მათ. ეს არის ის ზღვარი, რომელიც უკვე გადაკვეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომლის ასე გაგრძელებაც არ შეიძლება. ძალიან მაინტერებებს იმის გარდა, რაც ვთქვი ტელევიზიით, რაც გამოვაცხადე, რომ ეს არის ჩემი ხმა და ეს არის დამონტაჟებული, მეტი რა ინფორმაცია უნდა მივცე”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ მასსა და “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის სატალეფონი საუბრის ჩანაწერის გამო იკითხება. 18:00 საათისთვის არის დაკიტხვაზე დაბარებული ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა კახა კახიშვილს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს