უფასო სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები აფხაზეთიდან დევნილებისათვის – აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი აქცია

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს რეგულარულად ატარებს.
მთელი წლის განმავლობაში უფასო გამოკვლევებით უკვე ისარგებლა სამეგრელოს,ქართლის,კახეთის,იმერეთის რეგიონში მცხოვრებმა 7 000 -მდე დევნილმა.
უფასო სამედიცინო გამოკვლევების ეფექტურობა გამომდინარეობს იქედან ,რომ მასში მონაწილეობენ თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური ექიმები. აქციების ჩატარების ადგილმდებარეობა განპირობებულია დევნილი მოსახლეობის მოთხოვნისამებრ, ღონისძიება სახლთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში, ან ხშირ შემთხვევაში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ტარდება.
გამოკვლევების დროს აფხაზეთიდან დევნილებს ურიგდებათ საჭირო მედიკამენტები.
მორიგი აქცია , „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, 16-18 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი.
ჩატარდება შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევა:
1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
ინსტრუმენტული გამოკვლევები (საჭიროების შემთხვევაში):
1. ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის);
2. ელექტროკარდიოგრაფია.
ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,ქეთევან ბაკარაძე გაუწევს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
შემდეგი სტატიამკაფიო სიგნალი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით