დავით სერგეენკო : ხმა მივეცი ჯანსაღ ქალაქს, რომელიც იქნება მომავლისკენ მიმართული

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ხმა საბურთალოს ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მან არჩევანი განვითარებისკენ მიმართულ ქალაქზე გააკეთა.

„დღეს ხმა მივეცი ჯანსაღ ქალაქს. ისეთ ქალაქს, სადაც მარტო არავინ იქნება მიტოვებული თავის გაჭირვებასთან. ხმა მივეცი უსაფრთხო ქალაქს, სადაც დაცული იქნება: ეკოლოგია, სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის უფლება და ხმა მივეცი ქალაქს, რომელიც იქნება განვითარებისკენ მიმართული“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გიორგი ვაშაძის პარტიის წევრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერიას ინფორმაციით, სოფელ ქვემო სარალში “ევროპული საქართველოს“ აქტივისტს შეურაცხყოფა მიაყენეს