გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სოფელ ქვემო სარალში “ევროპული საქართველოს“ აქტივისტს შეურაცხყოფა მიაყენეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში 58-ე უბანზე “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ჩავიდა.

გიგა ბოკერია სოფელში მას შემდეგ ჩავიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერი სცემეს.

“როგორც ჩვენი აქტივისტი ამბობს, მას შეურაცხყოფა მიაყენა მაჟორიტარობის კანდიდატმა. როგორც მივხვდი, საუბარია მირკაზ იაგუბოვზე, თუმცა ის, რომ დაუსჯელი დარჩნენ ყველა ასეთ მოვლენაში მონაწილე პირები, არის ამგვარი ამბების წახალისება. ჩვენ მივმართავთ შსს-ს. რაც შეეხება კიდევ ერთ ფაქტს, უბნებზე უშვებენ ავტომობილს, რომელიც მთელი დღე დგას და სავარაუდოდ, მანქანიდან ფულს არიგებენ. აუცილებელია, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : ხმა მივეცი ჯანსაღ ქალაქს, რომელიც იქნება მომავლისკენ მიმართული
შემდეგი სტატია„თამარ ჟვანია თვლის, რომ კანონი არ ირღვევა“ – ცესკო-ს თავმჯდომარისა და ენმ-ის წევრების შეხვედრა დასრულდა