შსს-მ გიორგი ვაშაძის პარტიის წევრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გიორგი ვაშაძის პარტიის “ახალი საქართველოს” აქტივისტის ცემასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალებს უწყებაში არ ახმაურებენ.

გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება მათი პარტიის აქტივისტზე თავდასხმის შესახებ. როგორც “ახალი საქართველოს” ლიდერმა განაცხადა, ბუკიას ბაღთან, სადაც დანაშაული მოხდა, რამდენიმე სათვალთვალო კამერაა და შსს ს თავდამსხმელის ვინაობის დადგენა არ გაუჭირდება.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიდიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესის მონიტორინგი კრწანისით დაიწყეს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : ხმა მივეცი ჯანსაღ ქალაქს, რომელიც იქნება მომავლისკენ მიმართული