ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველების ოჯახებს მიუსამძიმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშიდავით ქაცარავა – ხურვალეთში არ მინახავს რუსები დღეს, ლუდა სალია არის საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და მას ვენდეთ
შემდეგი სტატიადეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს