დავით ნარმანია: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარი იქნება

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარი იქნება. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ზოგიერთი მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს 260 მილიონი ლარი გამოიყო.

„ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს 260 მილიონი ლარი განისაზღვრა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე თითქმის 50 მილიონი ლარით მეტია. ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე გასაზღვრულია 214 მილიონი ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 9 მილიონი ლარით მეტია. განათლებაზე, ანუ საბავშვო ბაღების დაფინანსებაზე გამოყოფილია 96 მილიონი ლარი რაც 3,3 მილიონი ლარით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით”, – განაცხადა ნარმიანიამ.

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გვიან ღამით შევიდა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს