“ნაციონალური მოძრაობა” საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს. “ნაციონალური მოძრაობა” საფრანგეთში მომხდარ ტერაქტების სერიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“შეძრწუნებულები ვართ საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს. ვუცხადებთ მათ თანადგომას ამ მძიმე წუთებში. ტერორიზმი არის მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარი იქნება