ირაკლი ღარიბაშვილი: ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პრემიერის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ქართველი ხალხი ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდითაა.

“ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელი ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო. საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში მოხდარი ტერაქტების შედეგად, სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთში, 6 სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებულია.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარი იქნება
შემდეგი სტატიაიაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა