დავით ნარმანია საკრებულოს 2016 წლის ბიუჯეტს პირადად წარუდგენს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შენიშვნები, რომელიც დეპუტატებს ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვთ, შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული.

მისი თქმით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს საკრებულოს დეკემბრის თვეში ის პირადად წარუდგენს.

„ბიუჯეტის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. მისი ცალკეული პროექტების და პროგრამების დაზუსტება იმ მოსაზრებების გათვალისწინებით, რაც ჩვენ მივიღეთ საკრებულოსგან. დეკემბრის თვეში, როგორც ეს კანონით არის დადგენილი, ვაპირებ, რომ პირადად მივიტანო პროექტი საკრებულოში. ერთის მხრივ ანგარიში უნდა გავუკეთო დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელიც წინა წლის ბიუჯეტით განვახორციელეთ. ასევე, უნდა გავაცნო გარდამავალი და ახალი პროექტები“, – განაცხადა ნარმანიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაათვალისწინებული იქნება თუ არა ბიუჯეტის პროექტში დეპუტატების შენიშვნები, ნარმანია აცხადებს, რომ შეძლებისდაგვარად, იმ თანხის ფარგლებში, რაც გამოყოფილი აქვთ, შენიშვნებს ითვალისწინებენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო „ინოვასი“ გახსნა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ხვალ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ