პარლამენტში ხვალ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. მასთან შეკითხვები „ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ. შოთაძესთან შესახვედრად მათ 2-2 საათი ექნებათ.

როგორც ცნობილია, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობას მხარს უჭერს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ შოთაძე ბიძინა ივანიშვილი კადრია.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ გასულ კვირას შეარჩია. პარლამენტმა კანდიდატურას კენჭი მიმდინარე კვირას უნდა უყაროს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია საკრებულოს 2016 წლის ბიუჯეტს პირადად წარუდგენს
შემდეგი სტატიარუსეთი სირიაში უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემას – С-400-ს გადაისვრის