დავით მაღრაძე – მხნეობა არასდროს მტოვებდა და არც ახლა დამტოვებს

არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას, საპარლამენტოს და პარტიულს და ისე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებაზეც და პოლიტიკაზეც, – ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს” ლიდერმა დავით მაღრაძემ ფილარმონიაში განაცხადა, სადაც მოძრაობა შეხვედრას მართავს.

კითხვაზე არსებობს, თუ არა შანსი, რომ 2020 წლისთვის ,,დაიცავი საქართველო” პოლიტიკურ პარტიად იქცეს მოძრაობა და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაღრაძე პასუხობს, რომ შანსი არსებობს, თუმცა ის „რჩება საზოგადოებრივ მოძრაობაში”.

„შანსი, ალბათ, არსებობს, მაგრამ მე პირადად მაქვს გამოცხადებული შეკრება საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” იდეის ქოლგის ქვეშ. მე ვრჩები საზოგადოებრივ მოძრაობაში. არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას, საპარლამენტოს და პარტიულს და ისე, რა თქმა ინდა, საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებაზეც და პოლიტიკაზეც”, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, მოძრაობის ამოცანაა მმართველი გუნდი ისე ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, რომ არ დაბრუნდეს ყოფილი ხელისუფლება.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ ორპოლუსიანი სისტემიდან გათავისუფლდეს საქართველოს ხვალინდელი დღე საქართველოსი. დღევანდელო ხელისუფლება ისე ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, რომ ვერ მობრუნდეს ძველი ხელისუფლება. ეს არის ეროვნული ამოცანა, ჩემი პირადი ამოცანა და მინდა, გავუზიარო საზოგადოებას”, – განაცხადა მოძრაობის ლიდერმა.

დავით მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს, თუმცა ამბობს, რომ არ აპირებს პარტიულ მოღვაწეობას.

კითხვაზე ნიშნავს ის ფაქტი, რომ გოგა ხაინდრავა და გია გაჩეჩილაძე დღევანდელ შეკრებაზე მოსვლას არ აპირებ, მოძრაობაში განხეთქილებას, მაღრაძე პასუხობს, რომ დღევანდელი შეკრება არ არის საორგანიზაციო.

„ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს. დღეს მე ვაცხადებ, არა საორგანიზაციო შეკრებას, არამედ დავაანონსე და მოვიწვიე ქართული საზოგადოება ფართო წარმომადგენლობით. ვისაც სურვილი აქვს მოვა, ვისაც არა, არ მოვა.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია ვარ საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც არის ოპოზოციურად განწყობილი და ვარ საქართველოს თავისუფალი მოქალაქე”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, არსებულ რეალობაში ის არაფორმალურ მმართველობას ვერ ხედავს.

„არაფორმალურ მართვას ვერ ვხედავ, მარტო იმიტომ, რომ საერთოდ მართვას ვერ ვხედავ. მე უფრო უმართაობას ვხედავ. იმედგაცრუებული მე არასოდეს ვყოფილვარ, არც ახლა არ ვარ. მხნეობა არასდროს მტოვებდა და არც ახლა დამტოვებს”, – განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, ის გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში მიხეილ; სააკაშვილს შეურთდეს.

„არ შეიძლება, გამოვრიცხავ”, – აღნიშნა მაღრაძემ.

​მისივე თქმით, მოძრაობას არ გადაუწყვეტია ჯერ, თუ ვის დაუჭერს მხარს მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში.

„არ ვიცი, ერთად უნდა გადავწყვიტოთ, ჯერ არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია”, – აღნიშნა მაღრაძემ.

რაც შეეხება მოძრაობის დაფინანსების საკითხს, „დაიცავი საქართველოს” ლიდერის თქმით, მათ „დაფინანსებულის არაფერი ეტყობათ”. „

რეკლამა გვინდოდა და ესეც ვერ შევძელით. არაუშავს რაღაცებს შევძლებთ”, – განაცხადა მაღრაძემ

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – არ გამოვრიცხავ, იმ ადამიანებისგან შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს უკეთესი მომავალი
შემდეგი სტატიაბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები სამხარეო პოლიციის შენობასთან აქციას მართავენ