თინა ბოკუჩავას და კირკიტაძის ძმას სასამართლო დარბაზში არ უშვებენ

თინათინ ბოკუჩავას დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე, დარბაზში არ უშვებენ. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხმაური და დაპირისპირებაა. ბოკუჩავას ინფორმაციით, დარბაზში არ უშვებენ არც კირკიტაძის ძმას და ოჯახის წევრებს. მისივე თქმით, დარბაზში სხედან უცნობი პირები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ბოკუჩავას თქმით, ეს უცნობი აადაიანები სუს-ის თანამშრომლები არიან. როგორც სამართალდამცველები და მანდატურები ბოკუჩავას ეუბნებიან, დარბაზში ადგილი აღარ არის.

banner
წინა სტატიაშისიტუაცია ან წავა რადიკალიზაციისკენ ან უნდა წავიდეს დიალოგისკენ- უგულავა
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე სუს-ის წარმომადგენლები შევიდნენ – ოპოზიცია მათ დარბაზიდან გაშვებას ითხოვს