დავით კეზერაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, მოსამართლემ ძალაში დატოვა

დავით კეზერაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, მოსამართლემ ძალაში დატოვა. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვა. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე პროცესს, საქმის განხილვა 1 ნოემბრისთვის გადაიდო, რადგან საქმეში ახალი პროკურორი ჩაერთო და მასალების გასაცნობად პროცესის გადადება მოითხოვა.

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე ბრალდებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და უწყების შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი ალექსანდრე ნინუა. გამოძიება მათ 5 მილიონ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვას ედავება.

კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად აქვს შეფარდებული და ძებნაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშირუსული ხიშტებით დახვრეტილი ჯანსუღ ჩარკვიანის «ცისკარი»
შემდეგი სტატიაუნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდრას ჩშოტი N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია