დავით ჯანდიერი : პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ

რჩება თუ არა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში – გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია.

მას ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. განმარტებები გააკეთა ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა. მისი თქმით, ლიდერებს შორის არავითარი მსჯელობა არ ყოფილა, პარტიაში დარჩენა-არდარჩენასთან, ან წასვლა-არ წასვლასთან დაკავშირებით. ჯანდიერი ამბობს, რომ თავად პაატა ბურჯულაძისგან განმარტებები უახლოეს მომავალში გაკეთდება. რაც შეეხება პარტიის არსებობას, დავით ჯანდიერის განცხადებით, პარტიაში განხორციელდება რეორგანიზაცია და ყველა ნაბიჯი იქნება გაძლიერებისკენ ორიენტირებული.

„რამდენიმე დღის განმავლობაში შიდა საუბრები მიმდინარეობს პარტიის ლიდერებს შორის, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის მომავალი, მენეჯმენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით არის საუბრები. პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ, თუმცა გარკვეული სახის რეორგანიზება განხორციელდება პარტიის შიგნით. ამასთან იქნება დაკავშირებული ასევე ცვლილება, რომლის დაგეგმვისკენაც მიდის მსჯელობა – პარტია იქნება გაძლიერებისკენ ორიენტირებული“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია 18 საათზე განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიათავისუფალი ზონის წევრი სუს-ის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს