თავისუფალი ზონის წევრი სუს-ის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს

“თავისუფალი ზონის” წევრი ზურაბ ბერიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ირწმუნება, რომ გამომძიებელი კიკნაძე ზეწოლის გზით სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობდა.

ბერიაშვილის ადვოკატი, გიორგი ონიანი, სუს-ისგან მოითხოვს ჩანაწერის გასაჯაროებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფაქტს არ ადასტურებენ.

სუს-ში ბერიაშვილი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ჯანდიერი : პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ბელარუსში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს