დავით გერლიანი შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს

ggggე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ დავით ჩაჩიბაიას (გერლიანი) შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალოს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა, დღეს ელოდებიან ჩაჩიბაიას გათავისუფლებას, ვინაიდან 2-თვიანი პატიმრობის ვადა გავიდა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებას უნდა გადახედოს, პატიმრობის გაგრძელების საფუძვლები კი არ არსებობს.

მისივე განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და არც პროკურატურასთან აქვს შეთანხმება საპროცესო შეთანხმებაზე.

დღეს ჩაჩიბაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება, სადაც მხარეები შუამდგომლობებს დააყენებენ.

ჩაჩიბაიას ექსტრადირება ორი თვის წინ უკრაინიდან განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიშავდათუაშვილის მიერ დამარცხებული რუსი ძიუდოისტი პოლიციის მაიორი და პუტინის თაყვანისმცემელია
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: უნდა დაადასტუროს არის ის საქართველოს პრეზიდენტი თუ ყურმოჭრილი მონა