სანდრო ბრეგაძე: უნდა დაადასტუროს არის ის საქართველოს პრეზიდენტი თუ ყურმოჭრილი მონა

კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერის ინიციატორები პრეზიდენტს შეხვდებიან. რატომ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი საინიციატივო ჯგუფის წევრები პრეზიდენტს რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით საკუთარ არგუმენტებს გააცნობენ. საინიციატივო ჯგუფმა რეფერენდუმის მოთხოვნით 200 ათასზე მეტი ხელმოწერა ცესკო-ში უკვე წარადგინა.

“საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს არის ის საქართველოს პრეზიდენტი თუ არის გარკვეული მარგინალური, შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი და უცხო ქვეყნის, გარკვეული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყურმოჭრილი მონა. მას აქვს ამის შანსი, თუ კი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ნახევარი მილიონი ადამიანის ხელმოწერის მიხედვით, რა თქმა უნდა ის დაადასტურებს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი. თუ ის 99 პროცენტის ნების წინააღმდეგ წავა, რა თქმა უნდა ნებისმიერი თანამდებობის პირიც და პრეზიდენტიც ლეგიტიმაციას კარგავს,“ – განაცხადა პარტია თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის საინიციატივო ჯგუფის წევრმა სანდრო ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით გერლიანი შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს
შემდეგი სტატიაველოსიპედით მოსიარულე მამაკაცი ავარიის შედეგად გარდაიცვალა