შავდათუაშვილის მიერ დამარცხებული რუსი ძიუდოისტი პოლიციის მაიორი და პუტინის თაყვანისმცემელია

IARCEV“არ ვიცი რა მოხდა, ჩემი ბრალია. ბოლოს არასწორად ვმოქმედებდი, ალბათ, თავი უნდა დამეცვა. გამოვიკვლევთ, რა გახდა დამარცხების მიზეზი და გამოვასწორებთ”, – ეს კომენტარი რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუოდოისტის ლაშა შავდათუაშვილის მიერ დამარცხებულმა რუსმა სპორტსმენმა დენის იარცევმა გააკეთა.

დენის იარცევი 25 წლისაა და 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილეა. რიოში გამგზავრებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იარცევმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა და მის სისხლში მილდრონატი აღმოჩნდა, თუმცა, ეს ცნობა არ დადასტურდა.

“ბრაზილიაში უყვართ ძიუდო და ძალიან კარგად ერკვევიან მასში. მინდა მათ ვუჩვენო, რომ რუსეთში ძლიერი ძიუდოისტები არიან, რომელთაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ”, – ეს ციტატაა დაწერილი დენის იარცევის ფოტო-ქავერზე, რომელიც რუსულ სპორტულ პორტალებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა.
ჩელიაბინსკელ დენის იარცევს ჰყავს ძმა – დიმიტრი. ისინი ტყუპები არიან. დიმიტრიც ძიუდოისტია და 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თუმცა, მისი მიღწევები შედარებით მოკრძალებულია. ამავე დროს, დიმიტრი სამბოთიცაა გატაცებული. დენის იარცევი, ისევე როგორც რუსეთის სხვადასხვა სახეობის ნაკრებთა წევრების უმრავლესობა, ვლადიმირ პუტინის თაყვანისმცემელია და, როგორც თითქმის ყველა რუს სპორტსმენს, აქვს პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოებიც: “ამას გარდა, დენისს არასპორტული მიღწევებიც აქვს – ის პოლიციის მაიორია”, – აღნიშნულია ჩელიაბინსკის ადმინისტრაციის საიტზე სტატიაში, რომელიც ძმებ იარცევებს ეძღვნება.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ლაშა შავდათუაშვილი: უფლება არ მქონდა, რუსთან ბრძოლაში სხვანაირად გამოვსულიყავი
შემდეგი სტატიადავით გერლიანი შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს