დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძარში, რომელიც ქართველი სასულიერო პირებისთვის დილიდან გახსნილია, დღეს ერთ-ერთი ბერი იმყოფებოდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 11, 2019 16:45

დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძარში, რომელიც ქართველი სასულიერო პირებისთვის დილიდან გახსნილია, დღეს ერთ-ერთი ბერი იმყოფებოდა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აღდგომის ტაძარში, რომელიც ქართველი სასულიერო პირებისთვის დილიდან გახსნილია, დღეს ერთ-ერთი ბერი, მამა პავლე იმყოფებოდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, მონასტრის სხვა ღვთისმსახურები აღდგომის ტაძარში მოსალოცად ასვლას არ აპირებენ, რადგან მათი თქმით, მხოლოდ აღდგომის ტაძარში მისვლა საკმარისი არ არის.

სასულიერო პირების განცხადებით, ბოლო თვეებში დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ამ ტაძარში ისინი პერიოდულად მოსალოცად მისვლას მაინც ახერხებდნენ. მათი თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ უდაბნოს სალოცავებთან, ასევე ჩიჩხიტურის კოშკთან მისვლის შესაძლებლობა მიეცემოდათ.

დავით გარეჯში მყოფი სამღვდელო პირების თქმით, დღეს მხოლოდ საზღვრის დაცვის პოლიციასთან ჰქონდათ კომუნიკაცია და მათგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე მივიდოდნენ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 11, 2019 16:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,641
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics