შინაგან საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

 შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან – ესა აბდულა ალ
ბაშა ალ ნოაიმისთან.
 შეხვედრაზე მხარეებმა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის
მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის
მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 ვახტანგ გომელაურმა და ელჩმა ასევე განიხილეს საქართველოსა და არაბთა
გაერთიანებულ საემიროებს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის
მემორანდუმის ხელმოწერისა და სამართალდაცვითი მიმართულებით გამოცდილების
ორმხრივი გაზიარების შესაძლებლობა.
banner
წინა სტატიაშიმკვლელობა განქორწინების დღეს – ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძარში, რომელიც ქართველი სასულიერო პირებისთვის დილიდან გახსნილია, დღეს ერთ-ერთი ბერი იმყოფებოდა