დავით დვალი: ჩვენ დავდგებით კედლად, რომ თავისუფალ ჟურნალისტიკას დაუბრუნდეთ

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დღეს დავით დვალმა განაცხადა, რომ მას და ჯარჯი აქიმიძეს არასდროს დაუკარგავთ იმედი, რომ ისინი რუსთავი 2-ს დაიბრუნებდნენ.

“ჩემი გადაწყვეტილება ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა, იმ ინფორმაციამ, რაც გავიდა და დაგვანახა, რომ რის წინაშე ვდგავართ და რასთან გვაქვს საქმე… ექსტრემისტთა ჯგუფი ცდილობს, ტელევიზია თავის ფარად ამოიფაროს, ბრძოლის იარაღად გამოიყენოს. ბევრი ახალი თანამშრომელია მოსული რუსთავი 2-ში, ბევრი არ მიცნობს, ბევრი არის ძველი დარჩენილი, რომელიც მიცნობს, როგორ ვმოღვაწეობდი და რას ვაკეთებდი. ვინც არ მიცნობს, იმედია სმენია. მინდა, რომ როგორც დამფუძნებელი ამ ტელევიზიის, გულშემატკივარი ამ ტელევიზიის, რომელსაც ბევრი შრომა, ოფლი, სისხლი აქვს ჩადებული, სრულიად უანგაროდ, იმისთვის, რომ ტელევიზია ნომერ პირველი ყოფილიყო, ჩემი მოტივაციაა, რომ ქაოსს ტელევიზია არ შეეწიროს” – აცხადებს დავით დვალი.

მისი თქმით, მისი მოტივაციაა, რომ რეიტინგის ვარდნა არ მოხდეს.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, არავინ ჩაერევა ჩვენს საქმეში. ჩვენ ვიქნებით გარანტი და დავდგებით კედლად, რომ თავისუფალ ჟურნალისტიკას დაუბრუნდეთ,“-განაცხადა დავით დვალმა.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს
შემდეგი სტატიადავით დვალი: აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა